IV კლასის სადამრიგებლო პროგრამა
2019-2020 სასწავლო წელი
|
შესასრულებელი საკითხები
|
დრო
|
შენიშვნა
|
1
|
კლასის პირადი
საქმეების მოწესრიგება
|
სექტემბერი
|
|
2
|
სასწავლო წლის
დაწყების ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება
|
სექტემბერი
|
|
3
|
ახალი სასწავლო წლის ამოცანები, კლასის
კრება, კონტროლის დაწყება მოსწავლის
ქცევაზე
|
სექტემბერი
|
|
4
|
მოსწავლეთა
ოჯახური პირობების გაცნობა,ინდივიდუალური შეხვედრა მშობლებთან
|
სისტემატიურად
|
|
5
|
ურთიერთპატივისცემისა
და მეგობრობის ჩანერგვის
მიზნით საუბარი თემაზე:,,ნუ ისურვებ
ცუდ ამხანაგებში ყოფნას, ეცადე იპოვო კარგი
მეგობარი, მაგრამ შენც უნდა შეგეძლოს
მეგობრობა
|
სისტემეტიურად
|
|
6
|
საუბარი თემაზე:,, ყველაზე კარგი
მოსაუბრე წიგნია, ამიტომ გავუფრთხილდეთ მათ“
|
სისტემატიურად
|
|
7
|
ურთიერთობა უფროსებთან, მშობლებთან,თანაკლასელებთან, პატარა და- ძმებთან
|
სისტემატიურად
|
|
8
|
მშობელთა
კრების მოწვევა
|
სემესტრში ორჯერ
|
|
9
|
გასეირნება
ბუნებაში,, შთაბეჭდილებების გაზიარება შემოდგომის ფერები“
|
ოქტომბერი
|
|
10
|
რელიგიური დღესასწაულების გაცნობა
|
შესაბამისად
|
|
11
12
|
სადამრიგებლო საათების
ჩატარება
შობა-ახალი
წლის ღონისძიების ჩატარება
|
დეკემბერი
|
|
13
|
შევასწავლოთ მოსწავლეებს
ბიბლიოთეკით სარგებლობა
|
სისტემატიურად
|
|
14
|
ბავშვთა უფლება -მოვალეობანი
|
სისტემატიურად
|
|
15
|
პირადი ჰიგიენა, თავის მოვლის
ჩვევები, ჯანსაღი კვება და სასარგებლო
პროდუქტები
|
სისტემატიურად
|
|
16
|
საუბარი
მშობლებთან:
ა)
სკოლა და ოჯახი
ბ)
პირადი მაგალითი
|
სემესტრში ორჯერ
|
|
17
|
ვიქტორინა: ლექსს
ვინ უკეთ წაიკითხავს
|
აპრილში
|
|
18
|
სასწავლო
წლის აკადემიური შეფასების
გაცნობა მშობლებისათვის
|
წელიწადში ორჯერ
|
|
19
|
ქალაქისა და სოფლის ისტორიული
კულტურული მნიშვნელობის მქონე ადგილების
დათვალიერება
|
მაისი
|
|
კლასის ხელმძღვანელი: ციცინო
საკანდელიძე
დამრიგებლის წლიური ანგარიში
წლის განმავალობაში
ვატარებდი კლასსაათსა და აღმზრდელობით
საათებს. ასევე მქონდა ინდივიდუალური
შეხვედრები როგორც მოსწავლეებთან ასევე მშობლებთან. ვთანამშრომლობდი კოლეგებთან, რომლებიც
შედიოდნენ ამ კლასში. ასევე მქონდა მშობელთა კრებები, რომელზეც ყველა მშობელი მესწრებოდა
და ვითვალისწინებდით ერთმანეთის აზრს, ვთანამშრომლობდით
ერთმანეთთან.
ქართული ენა მოსწავლეები კითხულობენ კარგად, გააზრებულად. შეუძლიათ ტექსტის
გეგმის შედგენა. ასევე მოსწავლეებმა შეძლეს პატარა
თხზულების წერა სხვადასხვა
თემაზე. სავარჯიშოებს ვარჩევდი ე ს
გ ნორმების შესაბამისად. დავიწყეთ და დავასრულეთ პროექტი ,, ქართლის პირველი
მეფე ფარნავაზი და ძველი ქართული
დამწერლობა“ რაზეც მოსწავლეები დიდი ინტერესით მუშაობდნენ.
მოსწავლეებმა დამოუკიდებლად მოიძიეს
ინფორმაცია ინერნეტის, ენციკლოპედიისა და წიგნების
საშუალებით ქართლის მეფესა და ძველ
ქართულ
დამწერლობაზე. ასევე მოახერხეს ძველი ქართული ანბანით
ჩაეწერათ პატარა ლექსი საგანგებოდ დაძველებულ
ფურცლებზე. საბოლოოდ გამოუშვეს კედლის
გაზეთი. ვფიქრობ ამ
პროექტის მუშაობით მოსწავლეებს განუვითარდათ დამოუკიდელი მუშაობის, ინფორმაციის მოძიების, დახარისხებისა
და ანალიზის გაკეთების უნარი. ასევე ჩავატარეთ სხვადასხვა
ღონისძიებები.
მათემატიკა მოსწავლეებს
შეუძლიათ მათემატიკური მოქმედებების
შესრულება. შეუძლიათ დამოუკიდებლად მუშაობა
წიგნთან. კარგად იციან გამრავლება- გაყოფის ცხრილი. ასრულებენ მრავალმოქმედებიან მაგალითებს.
სახელმძღვანელო გვაძლევდა იმის საშუალებას, რათა მოსწავლეს შეძლებოდა
ყურადღების მობილიზება.
ბუნება მოტივაციის ამაღლების
მიზნით ხშირად შემქონდა
ტესტები, ვიდეოები რათა მოსწავლეებს თვალნათლივ
დაენახათ როგორი საინტერესოა
ბუნება და აღარ გაძნელებოდათ თემასთან დაკავშირებით მუშაობა. იმართებოდა დისკუსია.
მოსწავლეები ღიად აფიქსირებდნენ
თავიანთ აზრს. ასევე ხდებოდა თემასთან
დაკავშირებით სიღრმისეული წვდომა.
მოსწავლეები აკეთებდნენ ჩანაწერებს, ახდენდნენ კლასიფიკაციას სხვადასხვა
ნიშნის მიხედვით და უშვებდნენ კედლის
გაზეთს.
მე და საზოგადოება საგანს აქვს სხვადასვა მიმართულება, რომელზეც აქტიურად მუშაობს
მასწავლებელი. შესაბამისად მასწავლებელი
გეგმავს აქტივობებს. რათა ხელი შეუწყოს
მოსწავლეს განუვითარდეს ღირსების,
პასუხისმგებლობისა და დადებითი თვითშეფასების მქონე, ზრდილობიან პიროვნებად,
რომელსაც ექნება თვითკონტროლისა და საკუთარი თავის გამოხატვის უნარები.
გადაწყვეტილების მიღების, კრიტიკული
აზროვნება. რატომ მუშაობენ ადამიანები
განუვითარდეთ სწორად ხარჯვის
და დაზოგვის უნარი.
იცოდნენ როგორ გამოიყენონ
რესურსი, შეძლებს საკუთარი საქციელის კრიტიკულად
შეფასებასა და მოკლევადიან მიზნების
დასახვას. ასევე სურვილი
ექნება მონაწილეობა მიიღოს
საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობაში.
ინგლისური ენა მასწავლებელი ხშირად
მიმართავდა დიფერენცირებულ სწავლებას.
მოსწავლეების შესაძლებლობებიდან გამომდინარე
ადგენდა აქტივობებს.
ინდივიდუალურად მუშაობდა
სუსუტ მოსწავლესთან რადგან ახალი მასალა გაუგებარი არ ყოფილიყო მისთვის. შეძლებოდა ახალი ტერმინებისა
და სიტყვების გამოყენება. ახალი მასალის
ახსნისას იყებდა აუდიო მასლას.
სპორტი მასწავლებელს პერიოდულად შექონდა
სხვადასვა თამაშები შესაბამის ინვენტარის
გამოყენებით. მოსწავლეებს უტარდებოდათ
სპორტული შეჯიბრებები, რაც მოსწავლეებისთვის სახალისო
იყო.
კლასის
დამრიგებელი: ციცინო საკანდელიძე
Комментариев нет:
Отправить комментарий