გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი: ციცინო
საკანდელიძე
თემა: შვლის ნუკრის ნაამბობი
მოსწავლეთა პროფილი: 4სსსმ მოსწავლე
არ მყავს
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები
გაეცნობიან ახალ თემას.
გამოიყენებენ კითხვის ტექნიკას.
გასცემენ კითხვებზე პასუხებს.
გაიგებენ და ისაუბრებენ
ადამიანისა და ცხოველების
ურთიერთდამოკიდებულების შესახებ
ეროვნული სასწავლო
გეგმის სტანდარტი:
ქართ. დაწ.(l).3. მოსწავლემ
უნდა შეძლოს პირადი
დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის
მიმართ. მხატვრული ნაწარმოების
პერსონაჟების, მისი /მათი ქცევების შეფასება და
საკუთარი თვალსაზრისით ახსნა.
ქართდაწ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად
კითხვა
ქართ.დაწ.(I).5. მოსწავლემ უნდა
შეძლოს ზეპირმეტყველების ნაცნობი სტრატეგიების
მიზნის შესაბამისად გამოყენება.
ქართ. დაწ.(I).9.მო სწავლემ უნდა შეძლოს
წაკითხული ტექსტის მიმართ
პირადი დამოკიდებულების გამოხატვა
და ახსნა; ტექსტის
თემის და /ან მასში განხილული კონკრეტული
საკითხების შეფასება.
საჭირო წინარე
ცოდნა და უნარ-ჩვევები: წიგნთან
დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევები.
შეფასება: განმავითარებელი
სასწავლო მასალა
და რესურსები: წიგნი,
რვეული, დაფა, ცარცი
აქტივობა:1 მინი ლექცია
აქტივობის მიზანი: გაიგონ მოსწავლეებმა ვაჟა-ფშაველასა და მისი მოთხრობის
შესახებ და შეექმნათ ზოგადი წარმოდგენა მის შემოქმედებაზე.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი საუბრობს
იმაზე თუ ვინ იყო ვაჟა- ფშაველა. როგორი
შემოქმედება ჰქონდა მას. მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს
ხომ ვერ გაიხსენებენ რამე წაკითხულ
მოთხრობას. ბავშვები იხსენებენ
და მასწავლებელი სათაურებს წერს დაფაზე. იხსენებენ ამ მოთხრობის
პერსონაჟებს და ამასაც
მასწავლებელი წერს დაფაზე.
აქტივობა:2
ტექსტის
გაცნობა. გაგება-გააზრება
აქტივობის მიზანი: აღწერს და და ახასიათებს
პერსონაჟებს
აქტივობის აღწერა:მასწავლებელი ხმამაღლა
კითხულობს ტექსტს და ჩერდება
უცხო სიტყვებთან. მოსწავლეებს
სთხოვს თავიანთი ვერსია
დაასახელონ ამ სიტყვებთან დაკავშირებით
და წერს დაფაზე.
ტექსტის წაკითხვის შემდეგ
სვამს კითხვებს ტექსტის
გაგებასთან დაკავშირებით. მასწავლებელი
სთხოვს მოსწავლეებს დაასახელონ
პერსონაჟები და დაახასიათონ მათ მიერ დასახელებული პერსონაჟი. მასწავლებელი უბრუნდება დაფაზე დაწერილ
იმ მოთხრობის პერსონაჟებს,
რომლებიც გაიხსენეს მოსწავლეებმა
და აკეთებენ შედარებას
ამ პერსონაჟებს შორის.
აქტივობა:3
დამოუკიდებელი მუშაობა
წიგნთან
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ
გამართული კითხვა. ტექსტის გააზრება
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები ხმამაღლა
ინტონაციით კითხულობენ ტექსტს
სასვენი ნიშნების დაცვით. ისინი მასწავლებლის დახმარებით ტექსტს
ყოფენ ქვეთავებად. ადგენენ
გეგმას. ამის შემდეგ
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს
ქვეთავს შეუსაბამონ ტექსტიდან მონაკვეთი.
ტექსტის ბოლოს მოცემულია
უცხო სიტყვების განმარტება,
რომელცას კითხულობენ მოსწავლეები.
მასწავლებელი ახსენებს ბავშვებს მათ
მიერ დაწერილ განმარტებას
და სთხოვს დააკვირდნენ
მათ მიერ დაწერილ განმარტებას რამდენად
შეესაბამება ამ სიტყვებს
და რამდენად სწორად
გასცეს პასუხი.
აქტივობა: 4
დამოუკიდებელი მუშაობა რვეულებში
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა მოკლედ
გადმოსცენ და წერილობით
დედაჩემი
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს
სთხოვს რვეულებში დაწერონ დედის შესახებ.
როგორია, რას გრძნობს და რას განიცდის. შემდეგ ბავშვები
ხმამაღლა კითხულობენ მათ მიერ
დაწერილს და აფასებენ.
საშინაო დავალების
მიცემა: მასწავლებელი
მოსწავლეებს სთხოვს რამდენიმე
წინადადებით დაწერონ მოსწავლეებმა
რა ასწავლა შველმა ნუკრს და ადამიანმა
შვილს.
გაკვეთილის შეჯამება: მასწავლებელი ეკითხება
მოსწავლეებს. რა იყო დღევანდელი გაკვეთილის
თემა, რაზე ვილაპრაკეთ,
რა ვიცოდით და რა გავიგეთ
ახალი.
შეფასება:
მასწავლებელი კლასს აძლევს განმავითარებელ შეფასებას.
შეფასება
კრიტერიუმები
|
ძალიან კარგი
|
კარგი
|
საშუალო
|
აქტიურობა
|
ყოველთვის მონაწილეობს გაკვეთილის
მსვლელობისას.
|
ხშირად მონაწილეობს გაკვეთილის მსვლელობისას.
|
იშვიათად მონაწილეობს გაკვეთილის
მსვლელობისას.
|
ზეპირი კითხვების დასმით
|
ყოველი შეკითხვისას აქვს
სწორი და დამაჯერებელი პასუხი
|
ხშირად აქვს პასუხები
კითხვებზე
|
ცდილობს კითხვებზე პასუხების
გაცემას.
|
კითხვის ტექნიკა
|
კითხულობს კარგად, გამართულად, სასვენი ნიშნების
დაცვით.
|
კითხულობს გამართულად, უმეტესად გამოსდის
სასვენი ნიშნების გამოყენება
კითხვის დროს.
|
კითხულობს ნელა, ხარვეზებით.
|
მიზანი
ახალი თემის გაცნობა
ახალი სიტყვების
ახსნა.
კითხვის ტექნიკის
გამოყენება
შეძლებენ
კითხვებზე პასუხის გაცემას
შეძლებენ გეგმის შედგენას.
რეფლექსია ციცინო საკანდელიძე
გაკვეთილი ჩატარდა კარგად. დრო იყო დაცული თითოეული აქტივობისთვის და მოსწავლეები აქტივობიდან შემდგომ აქტივობაზე კარგად ახდენდნენ გადასვლას. გაკვეთილის თემა ესადაგებოდა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს. მოსწავლეები აქტიურობდნენ და ხალისით აკეთებდნენ მათზე დაკისრებულ დავალებებს. ტექსტი დაასათაურეს და შეადგინეს ტექსტის გეგმა, მოძებნეს ტექსტში დიალოგის ფორმა და წაიკითხეს. წრეში ჩაწერილ სიტყვას მიუსადაგეს ახალი სიტყვები და სავარაუდო აზრთანაც მივიდნენ.
თუმცა ახალი ტექსტის წაკითხვა ერთ მოსწავლეს გაუჭირდა. შემდგომში უფრო მეტად ვიმუშავებ ამ მოსწავლესთან, რადგან უფრო უკეთესად ჩამოუყალიბდეს და გააუმჯობესოს კითხვის ტექნიკა. მივცემ პატარა ილუსტრირებულ ბროშურებს
წასაკითხად. მერე ერთად მოვახდენდთ მის განხილვას. ვფიქრობ ასეთი მიდგომა წაახალისებს
და შედეგიც კარგი იქნება. ვფიქრობ
გაკვეთილმა დასახულ მიზანს მიაღწია.
რეფლექსია
2019 წლის 15 მაისს ჩავატარე
მე-3 კლასში
შიდა დაკვირვების გაკვეთილი.
ჩემ
მიერ ჩატარებული გაკვეთილის მიზანი იყო: მოსწავლეს
შეძლებოდათ გაეგოთ ადამიანებისა და ცხოველების ურთიერთდამოკიდებულების შესახებ. გაკვეთილის მიზანი
იყო : მოსწავლეებს
შესძლებოდათ ინფორმაციის წაკითხვა, გაგება -გააზრება,
ტექსტის ირგვლივ კითხვებზე სწორი პასუხის
გაცემა.
გაკვეთილის
დასაწყისში მოსწავლეებს გავაცანი თემა, მიზანი და შეფასების კრიტერიუმები, რითაც შეფასდებოდნენ გაკვეთილზე
ასევე შევახსენე ქცევის წესები.
მეორე აქტივიბის მიზანი იყო წინარე
ცოდნის გააქტიურება, ამისათვის დავსვი კითხვა: გაიხსენეთ რა იცით ვაჟა ფშაველას
შემოქმედების შესახებ. ამ აქტივობით მოსწავლეებს შევუქმენი მოლოდინი ახალ
თემასთან რათა , მოსწავლეებს შეძლებოდათ დაეკავშირებინათ განვლილი
თემა ახალ მასალასთან .
მესამე აქტივობის მიზანი იყო დამოუკიდებელი
მუშაობა წიგნთან. ამ აქტივობით მოსწავლეებს
განუვითარდათ ინფორმაციის დამოუკიდებლად დამუშავებისა და საკუთარი აზრის გამოხატვის უნარი თემის ირგვლივ.
მეოთხე აქტივობის
მიზანი იყო დამოუკიდებლად ჩაეწერათ
რვეულებში დედის შესახებ.
როგორია დედაჩემი. 4- 5 წინადადებით. ამ კონკრეტული აქტივობით მოსწავლეებმა შეძლეს გადმოეცათ
თავიანთი შეხედულებები დედის შესახებ.
შემდეგ ხმამაღლა წაიკითხეს და
თავიანთი ნამუშევრები და შეაფასეს.
ამ აქტივობით მოსწავლეები იყვნენ აქტიური მსმენელებიც რითაც გამოუმუშავდათ მოსმენისა და კითხვების დასმის უნარი.
მეხუთე აქტივობის
მიზანი იყო წაკითხული ტექსტის
შეჯამება შეფასება. ამ აქტივობით მოსწავლეებს
განუვითარდათ ტექსტის გაანალიზების უნარი, ასევე
მოსწავლეებმა მოახდინეს ინფორმაციების შეჯამება, რის საფუძველზეც მოხდა გაკვეთილის
შეფასება და მთავარი მიზნის მიღწევა.
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შევაფასე განმავითარებელი შეფასების რუბრიკით. რომელიც გამზადებული მქონდა დიდ თაბახის ფურცელზე .
საბოოლო ჯამში , ჩატარებული გაკვეთილით კმაყოფილი
ვარ, ვფიქრობ,მივაღწიე დასახულ მიზანს.
გაკვეთილის
გეგმა
მასწავლებელი:
ციცინო საკანდელიძე
|
|
საგანი: ქართული ენა
|
კლასი: მესამე
|
თემა: ასე ტკბილად
დამიბერდი
|
დრო: 45 წუთი
|
მოსწავლეტა პროფილი: 4სსსმ მოსწავლე არ მყავს.
|
|
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან
ახალ თემას, ავხსნით
უცხო სიტყვებს, გამოვიყენებთ კითხვის
ტექნიკას, შეძლებენ კითხვებზე პასუხის
გაცემას, დაახასიათებენ პერსინაჟებს, შეადგენენ
გეგმას.
|
|
ეროვნული სასწავლო
გეგმის სტანდარტი:
ქართ. დაწყ.(I).3.მოსწავლემ უნდა
შეძლოს პირადი დამოკიდებულების გამოხატვა
ტექსტის მიმართ.:მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟების, მისი/მათი ქცევის შეფასება
და საკუთარი თვალსაზრისით ახსნა.
ქართ.(I).6.
მოსწავლემ უნდა შეძლოს
გაწაფულად კითხვა.
ქართ.დაწ.(I).8.მოსწავლემ
უნდა შეძლოს მცირე ზომის ტექსტების ინტერპრეტირება
ვერბალური და არავერბალური გზით (მაგ,პანტომიმით, ჟესტით, მიმიკით, როლური თამაშით);
ვერბალური ინფორმაციის ვიზუალურად გარდაქმნა და/ან პირიქით.
ქართ.(I)4. მოსწავლემ უნდა
შეძლოს ნაცნობი ლექსიკისა
და ენობრივ- სინტაქსური კონსტრუქციების სათანადოდ
გამოყენება; მართლმეტყველებისა და სამეტყველო ეტიკეტის
საბაზისო ნორმების დაცვა.
|
|
საჭირო წინარე
ცოდნა და უნარ-ჩვევები: წიგნთან დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევები, დიალოგის წაკითხვისა
და ჩაწერის ფორმა.
|
|
შეფასება: თვითშეფასება, განმავითარებელი
|
|
სასწავლო მასალა
და რესურსები: წიგნი, რვეული,
დაფა, ცარცი
|
|
აქტივობა:1.(10წთ.) გონებრივი
იერიში , მუშაობა
კლასთან
|
|
აქტივობის მიზანი: გაიხსენონ მოსწავლეებმა
თუ რა იციან ახალ წელთან დაკავშირებით.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი დაფაზე წრეში
წერს სიტყას ზამთარი. მოსწავლეები ასახელებენ
ზამთართან დაკავშირებულ სიტყვებს
და მასწავლებელი ამ სიტყვებს წერს
სხივებზე. შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმში
გაიმართება დისკუსია ახალ
წელთან დაკავშირებით. როგორ
ვემზადებით ახალი წლისთვის?
ჩვენ რითი ვეხმარებით
უფროსებს? რა განსაკუთრებულ კერძებსა და
ტკბილეულს ვამზადებთ?
აქტივობა:2(20წთ).ტექსტის გაცნობა.
გაგება- გააზრება. მუშაობა მთელ
კლასთან
აქტივობის მიზანი: აღწერს და ახასიათებს პერსონაჟებს თვალსაჩინო
ნიშნების მიხედვით; მარტივი
გამოთქმებით (მომწონს/არ მომწონს, საინტერესოა/უინტერესოა, ვეთანხმები/ არ
ვეთანხმები, ერთგულია/მოღალატეა, მამაცია/მხდალია და ა.შ) აფასებს ნაწარმოებს, პერსონაჟს,
მათს საქციელს და ცდილობს საკუთარი
მოსაზრების ახსნას (არ ვეთანხმები იმიტომ, რომ)
აქტივობის ღწერა: მასწავლებელი ხმამაღლა
კითხულობს ტექსტს პაუზებით და ჩერდება
უცხო სიტყვებთან. ეკითხება
მოსწავლეებს ვინ შეძლებს
ამ სიტყვის ახსნას,
თუკი მოსწავლეები ვერ მოახერხებენ, მაშინ
მასწავლებელიხსნის სიტყას და მის მნიშვნელობას.შემდეგ მასწავლებელი სვამს
ტექსტის გაგებასთან დაკავშირებით კითხვებს
და მოსწავლეები ხელის
აღებით პასუხობენ. შემდეგ
მოსწავლეები ასახელებენ პერსონაჟებს
და გამოთქვამენ საკუთარ
აზრს პერსონაჟის მიმართ.
მოსწავლეები თავად კითხულობენ
ტექსტს პაუზებით. მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად
ტექსტს ყოფს ქვეთავებად
და დაფაზე წერს
გეგმას.
აქტივობა:3(5წთ.)
დამოუკიდებელი მუშაობა წიგნთან.
აქტივობის მიზანი: გაიხსენონ და მოძებნონ
გრამატიკული მასალა.საგნისა და მოქმე3დების ღმნიშვნელი სიტყვები და დაუსვან
კითხვები.
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეები მასწავლების თხოვნით
ტექსტში ეძებენ საგნისა
და მოქმედების აღმნიშვნელ
სიტყვებს, ხმამაღლა ხელის
აწევით ასახელებენ და უსვამენ კითხვას
დასახელებულ სიტყვებს.
აქტივობა:4.(10წთ.)
დამოუკიდებელი მუშაობა. საშინაო
დავალების მიცემა
აქტივობის მიზანი:
ჯგუფის წევრებთან ერთად
დგამს ნაწარმოებში ასახულ
სცენებს.
წაკითხული ნაწარმოებიდან ქმნის
ილუსტრაციებს;
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს
გაიხსენონ რა არის
დიალოგი და როგორია
მისი ჩაწერის ფორმა.
მოსწავლეები მოძებნიან ტექსტში დიალოგს ,
მოირგებენ როლს და წაიკითხავენ სათანადო
ინტონაციით. მასწავლებელი მოსწავლეებს
აძლევს საშინაო დავალებას:
დავხატოთ ან დავწეროთ
ვინ როგორ ვემზადებით
ახალი წლისთვის.
აქტივობის რეფლექსია
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს
რაზე იყო დღევანდელი
გაკვეთილის თემა? რა ვიცოდით? რა გავიგეთ? ვინ იყო დღევანდელი
გაკვეთილის აქტიური წევრი?
რატომ ფიქრობთ ასე?
შეფასება: მასწავლებელი თითოეულ
მოსწავლეს აფასებს და ეუბნება განმავითარებელ შეფასებას.
|
რეფლექსია ციცინო საკანდელიძე
2018 წლის
24 დეკემბერს მესამე
კლასი ჩავატარე ქართულის გაკვეთილი
თემაზე ასე ტკბილად დამიბერდი. გაკვეთილის
მიზანი იყო: მოსწავლეები გაცნობოდნენ ახალ თემას, აგვეხსნა უცხო სიტყვები,
გამოვიყენებდით კითხვის ტექნიკას, შეძლებდნენ
კითხვებზე პასუხის გაცემას, დაახასიათებდნენ პერსონაჟებს, შეადგენდნენ გეგმას
Комментариев нет:
Отправить комментарий