პროექტი


პროექტი ,,ქართლის  პირველი  მეფე  ფარნავაზი  და  ძველი  ქართული  დამწერლობა“

სასწავლო პროექტის ავტორი
სახელი, გვარი
ციცინო  საკანდელიძე
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
ქედის მუნიციპალიტეტი სოფელი ქვ. ბზუბზუ
სკოლა
მახუნცეთის  საჯარო სკოლა
პროექტის მონახაზი
პროექტის დასახელება
პროექტის სრული დასახელება : ქართლის  პირველი  მეფე  ფარნავაზი  და  ძველი  ქართული  დამწერლობა
პროექტის შინაარსი
       ,,ქართული დამწერლობა- ანბანური დამწერლობა, რომელსაც იყენებს ქართული ენა და მისი მონათესავე ენები, ქართველური ენები. ქართულ ანმაბანს 33 ასო აქვს, ძველ ანბანში კი 38 ასო-ნიშანი იყო. ქართლის ცხოვრების თანახმად ქართული დამწერლობა იბერიის პირველმა მეფემ ფარნავაზმა შექმნა. თანამედროვე ქართულმა ანბანმა, ქართულმა დამწერლობამ გაიარა გარკვეული ეტაპები, სანამ ჩვენამდე მოვიდოდა. ჩნდება კითხვა როდის შეიძლება ვივარაუდოთ ქართული მწერლობის დასაწყისი? ერთ-ერთი თვალსაზრისის მიხედვით ქართული მწერლობა დაწყებულია IV-V საუკუნიდან. ქართული ანბანის 3 სახეობას ასომთავრულს, ნუსხურსა და მხედრულს 2015 წლის მარტში არამატერიალური ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, სახელწოდებით „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“.სწორედ ამ საკითხის შესწავლით მოსწავლეები  გაიგებენ ქათული ანბანის განვითარების შესახებ 
    აქედან გამომდინარე, ამ საკითხის სიღრმისეული შესწავლა მოსწავლეებს ხელს შეუწყობს მაღალი სააზროვონო უნარების შეძენაში. კერძოდ:
    მოსწავლეები გაიგებენ  თანამედროვე ქართული  ანბანის  განვლილ  საფეხურებს. გააკეთებენ  ქართლის ცხოვრების ზოგად  განხილვას. გაიგებენ  მოკლე  ინფორმაციას ქართლის  პირველი მეფის  შესახებ. გაიგებენ  ანბანის  განვითარების  თითოეულ  საფეხურზე მისი  სახელის  წარმოშობას.
   მოსწავლეები ინტერნეტისა და ენციკლოპედიების გამოყენებით შეაგროვებენ ინფორმაციას ფარნავაზ მეფესა და  ძველი ქართული დამწერლობის შესახებ. მოამზადებენ პრეზენტაციას და გამოუშვებენ  კედლის  გაზეთს. მათ  გამოუმუშავდებათ 21-ე საუკუნის უნარ ჩვევები

 

Скругленный прямоугольник: მოდული 2: შეიმუშავეთ  პროექტის პირველი სამუშაო ვარიანტისაგანი/საგნები
ქართული
საფეხური/კლასი
დაწყებითი III კლასი. 4 მოსწავლე
Скругленный прямоугольник: მოდული 2: შეარჩიეთ საგნობრივი სტანდარტები, შეიმუშავეთ მიზნები და მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. დაუბრუნდით, ამ სექციას შემდეგ მოდულებზე მუშაობისასპროექტის განხორციელების დრო
3 კვირა
პროექტის საფუძვლები
საგნობრივი სტანდარტები
ქართ.დაწ.(I).7.მოსწავლემ უნდა შეძლოს  სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა გაგება-გააზრება; ტექსტში  ვერბალური  და არავერბალური ფორმით მიწოდებული ინფორმაციის(მაგ.ილუსტრაციისა და ტექსტების ურთიერთდაკავშირება)
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
    ამოიცნობს ტექსტის თემას, წვდება დედააზრს (მთავარ იდეას);
    ტექსტში  ეძებს და პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას;
     საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს ტექსტის შინაარს, ტექსტის ცალკეული მონაკვეთის არსებით ინფორმაციას;
    განსაზღვრავს მოქმედების დროსა და ადგილს;
    ეძებს და პოულობს, რომელ რუბრიკას/ქვესათაურს უკავშირდება ილუსტრაცია, მისი წარწერა
ქართ. დაწ.(I).10 მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მაორგანიზებელი ელემენტების სტრუქტურული და კომპოზიციური მახასიათებლების ამოცნობა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
    მთლიანობაში აკვირდება ტექსტის სტრუქტურას, მის სიტყვიერ და არასიტყვიერ მაორგანიზებელელემენტებს(სათაურს, რუბრიკას,ილუსტრაციას,წარწერას,აბზაცს,სვეტს,ლოგოს ტიპოგრაფიულ მახასიათებლებს, მაგ. მსხვილ  შრიფტსა და სხვა)ინფორმაციის ამოკრების მიზნით

ქართ. დაწ(I)12. მოსწავლემ უნდა შეძლოს კითხვის ნაცნობი სტრატეგიების მიზნის შესაბამისად გამოყენება.შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
     კონკრეტული ინფორმაციის მოძიებისას საყრდენედ იყენებს ტექსტის სიტყვიერ მაორგანიზებელ ელემენტებს სტრუქტურულ მახასიათებლებს

ქართ. დაწ(I)13 . მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის მარტივი ტექსტების შექმნა ნაცნობ თემატიკაზე სხვადასხვა მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
    თანმიმდევრობის დაცვით  გადმოსცემს ინფორმაციას;


ქართ.დაწ(I)15.მოსწავლემ უნდა შეძლოს წერის ნაცნობი სტრატეგიების მიზნის შესაბამისად გამოყენება.

შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
    გადაიკითხავს და ჩაასწორებს საკუთარ ნაწერს, ჩაამატებს, ამოშლის ან გადასვამს ტექსტში სასურველ სიტყვას ან წინადადებას.
    ამოწმებს და ჩაასწორებს საკუთარ და ან/სხვის ნაწერში მისთვის ნაცნობ  სასვენ  ნიშნებს.

ქართ.დაწ(I).6 მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა.

შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ხმამაღლა, თავისუფლად კითხულობს მასწავლებლის მიერ მითითებულ ეპიზოდს, მცირე ზომის ტექსტებს.
·         ხმამაღლა კითხვისას  იცავს პაუზას სასვენ ნიშნებთან.





21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები
·         საღი მსჯელობა და აღქმა;
·         ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად.
·         წყვილში ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
·         განსხვავებულ როლებსა და პასუხისმგებლობებთან ადაპტაცია;


პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები

          მოსწავლეებს  შეექმნებათ  ზოგადი  წარმოდგენა ფარნავაზ  მეფეზე
          გაიგებენ თანამედროვე  ანბანის  დამკვიდრებამდე განვლილ  ეტაპებს.
          შეძლებენ  პატარა ლექსის  დაწერას  ძველი ქართული  ანბანის  გამოყენებით .
          დააკვირდებიან განსხვავებას  ძველსა და  თანამედროვე   ქართულ  ანბანს შორის.
          მოიძიებენ ინფორმაციას ინტერნეტით ფარნავაზ  მეფესა  და  ძველ  ქართულ  დამწერლობაზე
          ტექნლოგიების გამოყენებით მოიძევენ  ინფორმაციას  და შექმნიან  ეფექტურ  პრეზენტაციებს.
          მოსწავლები  გააცნობიერებენ  ქართული  ენის როლს  და ტექნიკაში, ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
          დარწმუნდებიან, რომ ქართული  დამწერლობა- სილამაზის საწყისია.
          კვლევისა და ანალიზის საშუალებით დაადგენენ ძველი  და  ახალი დამწერლობის შესახებ განსხვავებას სხვა დამწერლობისაგან;
          მოსწავლეები ახდენენ სხვადასხვა ინფორმაციის გამოყენებით ქართული ანბანის შესწავლას და კედლის  გაზეთის  გამოშვებას.
          მოსწავლეები შეძლებენ წყვილებში   ერთად ეფექტურ მუშაობას და განსხვავებული  აზრის დაფიქსირებას.
          მიღებული ცოდნის ინფორმაციის გამოყონებით გაფორმებასა და წარმოჩენას
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
რა იცით  ქართველი  მეფეების  შესახებ?
თემატური კითხვები
დასახელებული  მეფეებიდან  რა  მნიშვნელოვან წარმატებას გაიხსენებთ?
რომელ  მეფეს  უკავშირდება  ქართული  ანბანის  შექმნა?
შინაარსობრივი კითხვები
რამდენი  საფეხური  განვლო  ქართულმა  დამწერლობამ?
რამ  გამოიწვია  ანბანის  ცვლილება?
თანამედროვე  ქართული განვითარების  რომელ  საფეხურს  განეკუთნება?
რომელი  საუკუნიდან  იწყება  ქართული  დამწერლობა?

შეფასების გეგმა
Скругленный прямоугольник: მოდული 2: განავითარეთ შეფასების დროის ჩარჩოს სამუშაო ვარიანტი და შეაფასეთ მოსწავლეების  საჭიროებები.

შეფასების დროის ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები)
პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდ(ებ)ი
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
პროექტის დასაწყისში
 მოსწავლის საჭიროების დადგენა:
ვიცი, მინდა ვიცოდე,რა ვისწავლე
 ქაღალდზე ამობეჭდილი ვ-მ-ვ ცხრილის შეკითხვით  ,,ძველი  დამწერლობის  შესახებ“

პროექტის მსვლელობისას
კოლაბორაციული მუშაობის დაკვირვების ფურცელი


წყვილში მუშაობა

კედლის გაზეთი
ქართლის  პირველი  მეფე  და  ძველი  ქართული  დამწერლობა

ურთიერთშეფასება


სპეციალურად შემუშავებული უნარების ჩამონათვალის აღწერის ცხრილი

Скругленный прямоугольник: მოდული 5: დაწერეთ შეფასების გეგმა და განავითარეთ შემაჯამებელი შეფასების ჩარჩო სამიზნე ჯგუფთან მიმართებაში

 წყვილში მუშაობის  შეფასების რუბრიკა


პოზიტიური კომენტარები





პროექტის დასრულების შემდეგ
ვიცი, მინდა ვიცოდე,რა ვისწავლე


პროექტის  პრეზენტაცია


წყვილისა და საკუთარი თავის შეფასება

პროექტის პორტფოლიო

·       ქაღალდზე ამობეჭდილი ვ-მ-ვ ცხრილის შეკითხვით ,,რა ვიცი  ქართული  ანბანის  შესახებ„

·       შეფასების რუბრიკა.


·       შეფასების რუბრიკა


შეფასების მოკლე მონახაზი
Скругленный прямоугольник: მოდული 6: განავითარეთ შეფასების სისტემა მოსწავლეების დამოუკიდებლად  მუშაობის ხელშეწყობისათვის. სისტემატურად შეიტანეთ შესწორებები შეფასების გრაფაში.

პროექტის მსვლელობას დავიწყებ მოსწავლის საჭიროებების დადგენით, გამოვიყენებ ვ-მ-ვ ცხრილს, რომლის მიზანია მოსწავლის  ცოდნის განსაზღვრა და მათი ინტერესის გაღვივება.
  
კოლაბორაციული მუშაობის დაკვირვების საშუალებით დავადგენ  მოსწავლეთა აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევების განვითარებას და თემატიკის გაგების ხარისხს.

მოსწავლეებს  წყვილში მუშაობის  რუბრიკას გავაცნობ, რათა გაიგონ, თუ რა მოლოდინი არსებობს წყვილში მუშაობის პროცესში. რუბრიკა დამეხმარება განვავითარო მოსწავლეებში თვირეგულირებისა და თანამშრომლობის უნარი.

მოსწავლეებთან ერთად შევქმნი კედლის გაზეთის  შეფასების რუბრიკას, რათა მათ შემდგომ შეძლონ ამ რუბრიკაზე დაყრდნობით მიღებული ცოდნის ეფექტურად დემონსტრირება;
მოსწავლებთან ხშირად გამოვიყენებ პოზიტიურ კომენტარებს მათი მიღწევების შესაფასებლად და მოტივაციის გასაძლიერებლად;

ურთიეთნამუშევრების შეფასება დაეხმარება მოსწავლეებს შეფასების უნარის განვითარებაში;
პრეზენტაციის რუბრიკის საშუალებით შეფასდება თუ რამდენად შეუძლიათ მოსწავლლებს პუბლიცისტური ნაშრომების შექმნა;

თვითშეფასების საშუელებით დადგინდება მოსწავლის როლი განხორციელებულ პროექტში და განისაზღვრება სამომავლო პროექტის თემები;

პროექტის პორტფოლიოს შეფასებით დადგინდება თუ რამდენად შეუძლიათ მოსწავლეებს ინფორმაციის დოკუმენტირება და ორგანიზებულად შენახვა.

სხვა საკითხები
წინარეცოდნა
Ø  ზოგადი  ინფორმაცია  ქართველი  მეფეების  შესახებ.
Ø  ვახტანგ გორგასალი, თამარ მეფე, დავით აღმაშენებელი.
Ø  დამოუკიდებელი მუშაობა  წიგნთან.
Ø  ინტერნეტძიება,  ინფორმაციის ორგანიზება;
სასწავლო პროცედურები
პირველი კვირა
დავსამ ზოგად შეკითხვას ,,რა იცით  ქართველი  მეფეებისა და ძველი  ქართული დამწერლობის   შესახებ?“ გავაცნობ მოსწავლეებს პროექტის მიზნებსა და შედეგებს. პირველ რიგში გავარკვევ თუ რა იციან ქართველი მეფეების  შესახებ; მოსწავლეები ინდივიდუალურად შეავსებენ ვ-მ-ვ ცხრილს ,,ქართველი  მეფეებისა  და ძველი  ქართული  დამწერლობის  შესახებ“. ვაძლევ კომენტარებს. ხარვეზით მოწოდებულ ინფორმაციას ვაზუსტებ და მათთან ერთად ვასწორებ. მინი ლექციის გამოყენებით ვუხსნი ანბანის განვლილ საფეხურებს. მოსწავლეებს ვუსვამ შინაარსობრივ შეკითხვას ,,თანამედროვე  ანბანი  რომელ  საფეხურს  განეკუთნება ?“  მოსწავლეები ტექსტის  გამოყენებით გაიგებენ  ინფორმაციას ქართული  ანბანის შესახებ.  დაისმება თემატური კითხვა ,,რომელ  მეფეს  უკავშირდება  ქართული  ანბანის  შექნმა?  რამდენი  საფეხური  განვლო ქართულმა  ანბანმა? რატომ  ეწოდა ასომთავრულს  მრგლოვანი?“. შედგება  წყვილები  და  პირველ   წყვილს ვაძლევ დავალებას მოიძიონ  ინფორმაცია   ფარნავაზ  მეფესა  და ქართული  დამწერლობის  შესახებ .  მეორე  წყვილს  ეძლევა  დავალება  მოიძიოს  სურათები  ფარნავაზ  მეფესა და ძველ  ქართულ  ანბანზე.   რის შემდეგ დამოუკიდებლად შეძლებენ ინტერნეტში მუშაობას.  სსმ მოსწავლის შემთხვევაში დავეხმარები ინფორმაციის მოძიებაში. მოსწავლეები დაიყოფიან წყვილებად: პირველი წყვილი- მოიძევს  ინფორმაციას ფარნავაზ  მეფესა  და  ძველ  ქართულ  დამწერლობის  შესახებ. მეორე წყვილი - მოიძევს  სურათებს  ძველ  ქართულ  ანბანსა და  ფარნავაზ  მეფეზე. გავაცნობ წყვილში მუშაობის რუბრიკას და მიეცემათ ინსტრუქციები დავალების შესასრულებლად, კერძოდ: მოიძიონ ინფორმაციები ფარნავაზ  მეფისა  და  ძველი  ქართული  დამწერლობის შესახებ სსმ მოსწავლის შემთხვევაში ანბანის  გაფორმება  გაფერადება  მას დაევალება.


მეორე კვირა

მოსწავლეები შეაჯერებენ მათ მიერ მოძიებულ და დამუშავებულ ინფორმაციას, დაიწყებენ პრეზენტაციის რუბრიკის შექმნას, რუბრიკაზე დაყრდნობით წყვილები წარმოადგენენ პრეზენტაციებს, მოხდება პრეზენტაციების ურთიერთ შეფასება ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენა. ჩაის  პაკეტების  გამოყენებით  დააძველებენ  ფურცლებს  და  ძველი  ქართული  ანბანის  გამოყენებით  დაწერენ  პატარა  ლექსს.


მესამე კვირა


მოსწავლეები შეაფასებენ წყვილისა და საკუთარი თავის მუშაობას, გაანალიზებენ მიღებულ ცოდნას, მათ წვლილს პროექტის განხორციელებაში და იმ უნარებს რომლებიც განუვითარდათ ამ პროექტში.
მოსწავლეები დაახარისხებენ და დოკუმეტირებას გაუკეთებენ მათ მიერ მოძიებულ ელ. რესურსებს. მოხდება გამოქვეყნება კედლის  გაზეთის  სახით.
პროექტის დასარულს მოსწავლეებს დავუსვამ  ზოგად შეკითხვას ,,რა გავიგეთ  ქართველი მეფეების  შესახებ. ?“ , შეავსებენ ვმვ ცხრილს და შეფასდებიან  რუბრიკით

დიფერენცირებული სწავლება
სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები
·         ვაძლევ მითითებებს  წყაროების მოძიების შესახებ
·         მოსწავლეებთან გავმართავ დამატებით შეხვედრებს  და დავეხმარები მათ მონაცემების ორგანიზებაში
·         დავეხმარები ასოების მოხაზულობასა და მის გაფორმებაში.

არაქართულენოვანი მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
·         მივცემ  მითითებებს წყაროების მოძიების შესახებ
Скругленный прямоугольник: მოდული 6: განავითარეთ იდეები ყველა ტიპის მოსწავლეების მხარდაჭერისა და სასწავლო დამხმარე მასალების შემუშავებისათვის.
 

·         კვლევისთვის გამოვიყენებ  მათ ენაზე არსებული ინტერნეტ ენციკლოპედიას.
·         ჩავრთავ შესაბამისი უცხო ენის პედაგოგს
განსაკურებული ნიჭის მქონე მოსწავლეები
·         დაევალებათ კედლის  გაზეთის გაკეთება ;

სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
აპარატურული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
კომპიუტერ(ებ)ი
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
მობილური ტელეფონი
ფოტო/ვიდეო კამერა
პრინტერი
ინტერნეტკავშირი
პროექტორი
სკანერი
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა
ლაზერული დისკი /ჩიპი
ტელევიზორი
სხვა ----------
პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
ტექსტური რედაქტორი
ელ. ფოსტა
Скругленный прямоугольник: მოდული 3: განსაზღვრეთ ინტერნეტ რესურსები, მოსწავლეების მიერ   კვლევების, განხილვების, თანამშრომლობის და პრობლემაზე-ორიენტირებული საკითხების გადაჭრისათვის.

ვებედიტორი
ელ. ცხრილები
 ვიდეო/აუდიო რედაქტორი
ტესტირების პროგრამა
გრაფიკული რედაქტორი
საგამომცემლო პროგრამა
ბლოგი
საპრეზენტაციო პროგრამა
ელ. ენციკლოპედია
 სხვა სოციალური ქსელი
ვებბრაუზერი
ელ. კითხვარი

ბეჭდური მასალები
ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2017 სწ.
ქართული 3 კლასი- იაშვილი, მხეიძე, აბესაძე. ტრიასი 2018 წ

ინვენტარი/მასალები
 თაბახის ფურცლები, ფერადი ფანქრები, მარკერები და ალექსანდრას ფურცლები
ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები
არა


Комментариев нет:

Отправить комментарий